გაკვეთილის გეგმები



ფართობი

საგანი: მათემატიკა
 სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 28
მასწავლებელი:  ნინო კაციტაძე
თემა: მართკუთხედის ფართობი
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ფართობის  გამოანგარიშება  ფორმულის  გამოყენებით, ინდივიდუალური  და ჯგუფური    ნამუშევრების  პრეზენტაცია.

ესგ-სთან შესაბამისობა:  მათ.VI.9   პოულობს და ადარებს  ბრტყელი ფიგურების ფართობებს.
·         ფიგურათა  ურთიერთშეთავსებით  შეადარონ ან  შეაფასონ  ფიგურების ფართობები.
·           გამოიყენონ მართკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა 

გამოყენებული აქტივობები:
ü  წინარე ცოდნის გააქტიურება  ასაწყობი სავარჯიშოების გამოყენებით.
ü  კითხვების დასმა.
ü EDMONDO-ს გვერდზე დავალების შესრულება
ü  საშინაო და დავალების მიცემა
ü  ვიდეო მასალის ჩვენება.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან მართკუთხედისა და კვადრატის  პერიმეტრის გამოთვლა.
გამოყენებული რესურსები: დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი.

N
აქტივობის აღწერა
მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის
ბოლოს მისაღწევი შედეგი
1.
კლასში საგაკვეთილო განწყობის შექმნა
(საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ქცევის წესების შეხსენება.)
კითხვა- პასუხი
მთელი კლასი

2 წთ
მოსწავლეები გაიხსენებენ გაკვეთილზე  ქცევის წესებს.
2
წინარე ცოდნის გააქტიურება კეთებით სწალების საშუალებით. ჯგუფებს  დავალებად ეძლევათ წინასწარ გამზადებული  ერთეულოვანი ბადე და ევალებათ ამ  ბადეზე მონიშნული ფიგურების ფართობების დამოთვლა და წინასწარ დარიგებული კუბურებით ამ ფიგურების აწყობა.
ჯფუფური მუშაობა
ჯგუფური
ასაწყობი კუბურები, თაბაისვფურცლები.
6 წთ

მოსწავლეები ააგებენ გეომეტრიულ ფიგურებს და გამიოთვლიან მოცემული ფიგურის ფართობს.


3
შესრულებული დავალების ირგვლივ კითხვების დასმა:
მოსწავლეებს ვთხოვ დაასახელონ მათ მიერ მიღებული ფიგურები.
·         რა მსგავსებაა ამ ფიგურებს შორის?
·         არის თუ არა ყველა კვადრატი მართკუთხედი? 
·         არის თუ არა ყველა მართკუთხედი კვადრატი?
·         რამდენი  განსხვავებული გვერდი აქვს მართკუთხედს?
·         რას უწოდებენ კვადრატს რომლის გვერდი ერთის ტოლია?
·         როგორ  ვიანგარიშოთ  მართკუთხედის ფართობი?
·         დაასახელეთ ფართობის ერთეულები?

კითხვა- პასუხი
მთელი კლასი
        
15

4
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას.
მოსწავლეთა ჯგუფები 
ტესტური დავალებას  ასრულებენ EDMONDO-ს გვერდზე.

ჯფუფური მუშაობა
ჯგუფური
კომპიუტერი, პროექტორი
8 წთ
ჯგუფური   მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. კოპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბება.

5
საშინაო დაალების მიცემა
მინი ლექცია
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
3 წთ

5
ვიდეო მასალის ჩვენება
ka.khanacademy.org/math/basic-geo/basic-geo-area-and-perimeter/area-formula-intuition/v/rectangle-area-as-product-of-dimensions-same-as-counting-unit-squares
მინი ლექცია
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი
6 წთ

კვადრატული ერთეულების დათვლა ფართობის ფორმულის საპოვნელად

ვიდეო მასალით გაცნობა.





                                  შეფასების ტიპები და მეთოდები:

                                                                                                                                                             

         ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
1 ქულა
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
2 ქულა
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
3 ქულა
ჯგუფის წერების თანაბარი ჩართულობა მუშაობა
ჯგუფის წერების უმრავლესობა არაა ჩართული.
უმრავლესობა ჩართულია.
ყველა ჩართულია.
დროის ლიიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში.
უმნიშვნელოდ გადააჭარბეს დროს.
დაიცვეს დრიოს ლიმიტი.
აოანების სისწორე
1-დან 4-მდე სწორი  პასუხი.
5-დან 8-მდე სწორი პასუხი.
9 ან 10 სწოეი პასუხი.



No comments:

Post a Comment